2023
სულიწმინდა თქვენს გზამკვლევად
ოქტომბერი, 2023 წ.


„სულიწმინდა თქვენს გზამკვლევად“, ახალგაზრდების გასაძლიერებლად, ოქტომბერი, 2023 წ.

ყოველთვიური გზავნილი ახალგაზრდების გასაძლიერებლად , ოქტობერი, 2023 წ.

სულიწმინდა თქვენს გზამკვლევად

ჩვენმა მამამ ზეცაში იცოდა, რომ მიწიერ ცხოვრებაში შეგვხვდებოდა გამოწვევები, განსაცდელი და შფოთი; იცოდა, რომ კითხვებზე პასუხების ძებნის, იმედგაცრუების, ცდუნებებთან და სისუსტეებთან გამკლავბის ჭიდილში ვიქნებოდით. მიწიერი სიძლიერის და ღვთიური მითითებისთვის მან სულიწმინდა მოგვივლინა.

ღვთიური მისიით სულიწმინდა შთაგვაგონებს, გვიდასტურებს, გვასწავლის და გვიბიძგებს ღმერთის სინათლეში სიარულისკენ. ჩვენ გვაქვს წმინდა პასუხისმგებლობა, ვცნოთ მისი გავლენა ჩვენს ცხოვრებაზე და ვუპასუხოთ მას.

როგორ ვაკეთებთ ამას?

ჯერ ვისწრაფვით, ვიყოთ სულიწმინდის ღირსნი.

შემდეგ, უნდა გვინდოდეს სულიწმინდის მიღება.

მესამე ეტაპზე, სულიწმინდა უნდა ამოვიცნოთ მოსვლისას.

მეოთხე ეტაპზე, უნდა ვიმოქმედოთ პირველი კარნახით.

სერიოზულად მივიღოთ ღმერთის მოწოდება, „გამხნევდით, ვინაიდან მე გაგიძღვებით“ (მოძღვრება და აღთქმები 78:18) ის წინ მიგვიძღვის სულიწმინდის მეშვეობით. დაე, ვიცხოვროთ სულიწმინდასთან ახლოს, სწრაფად ვიმოქმედოთ პირველი კარნახით იმის ცოდნით, რომ ის ღმერთისგან მოდის. მე ვმოწმობ სულიწმინდის ძალის შესახებ, რომელიც გვიხელმძღვანელებს, დაგვიცავს და მუდამ ჩვენთან იქნება.