2023
ბოლო სიტყვა: ეძიეთ გაგება
აგვისტო, 2023 წ.


„ეძიეთ გაგება,“ ახალგაზრდების გასაძლიერებლად, აგვისტო, 2023 წ.

ყოველთვიური გზავნილი ახალგაზრდების გასაძლიერებლად , აგვისტო, 2023 წ.

გაგების ძიება

ადაპტირებულია 2019 წლის აპრილის გენერალური კონფერენციის მიმართვიდან.

გამოსახულება
ქალი ზეთის ლამპარით

ემილი ჯონსის ილუსტრაციები

იესო ქრისტეს სახარების გაგების ძიებისას, ჩვენი მიზანი უნდა იყოს ღმერთის, მისი ღვთიური ბედნიერების გეგმის, იესო ქრისტესი და მისი გამომსყიდველი მსხვერპლის მიმართ რწმენის და ხანგრძლივი მოქცევისმიღწევა. ასეთი გაზრდილი რწმენა და მოქცევა დაგვეხმარება ღმერთთან აღთქმის დადებასა და დაცვაში, რის შედეგადაც იესოს კვალზე სიარულის ჩვენი სურვილი გაძლიერდება და ნამდვილ სულიერ გარდაქმნას მოახდენს ჩვენში. ეს გარდაქმნა გაგვხდის უფრო ბედნიერს, პროდუქტიულს და ჯანმრთელს და დაგვეხმარება მარადიული ხედვის შენარჩუნებაში.

გამოსახულება
ახალგაზრდა მამაკაცი კითხულობს წმინდა წერილს

ამის მისაღწევად უნდა დავრჩეთ იესო ქრისტეში და ამას მოვახერხებთ წმინდა წერილში ჩაღრმავებით , მასში სიხარულის პოვნით, უფლის მოძღვრების შესწავლითა და მის მსგავსად ცხოვრების მცდელობით. მხოლოდ მაშინ შევიცნობთ მას და შევძლებთ მისი ხმის ამოცნობას. გავიგებთ, რომ მასთან მისვლითა და მასში რწმენით არასდროს ვიგრძნობთ შიმშილს ან წყურვილს (იხ. იოანე 6:35).

გამოსახულება
ახალგაზრდა მამაკაცი ლოცულობს

ეს შემთხვევით არ ხდება. ჩვენიჰარმონიულობა ღმერთის უმაღლეს ზეგავლენასთან იოლი არ არის; ის მოითხოვს ღმერთის მოხმობას და სწავლას, როგორ დავაყენოთ მისი სახარება ცხოვრების ცენტრში.

გამოსახულება
ახალგაზრდა ქალი ეხება თავის გულს

მე ვმოწმობ, რომ როცა დაბეჯითებით, გულით, მტკიცედ და გულწრფელად ვეძიებთ იესო ქრისტეს სახარების გაგებას და ერთმანეთს ნამდვილი მოწადინებით ვასწავლით სულიწმინდის გავლენის ქვეშ, ეს სწავლებები შეუცვლის ადამიანებს და გვიბიძგებს ღმერთის ჭეშმარიტების მიხედვით ცხოვრებისკენ.