2023
გაზიარების შვიდი დღე
ივლისი, 2023 წ.


„გაზიარების შვიდი დღე“, ახალგაზრდების გასაძლიერებლად, 2023 წ. ივლისი.

ყოველთვიური გზავნილი ახალგაზრდების გასაძლიერებლად , ივლისი, 2023 წ.

გაზიარებისშვიდი დღე

თქვენ შეგიძლიათ ჩვეულებრივად, ბუნებრივად გაუზიაროთ სახარება სხვებს. მზად ხართ გამოწვევისთვის?

როცა დამოწმებების გაზიარებაზე ვსაუბრობთ ჩვენ ხშირად ზიარების შეკრებაზე ან რომელიმე სხვა ოფიციალურ გარემოზე ვფიქრობთ. თუმცა ჩვენ გვაგულიანებენ, „ვეძიოთ რწმენის გამოვლენა ჩვეულებრივი, ბუნებრივი გზით“.1

ქვემოთ მოყვანილ შვიდდღიან გამოწვევაში თქვენ შეგიძლიათ ერთი კვირის განმავლობაში ყოველ დღე სხვადასხვა ხერხით გააზიაროთ თქვენი დამოწმება. შეგიძლიათ ნებისმიერი მიმდევრობით შეასრულოთ ეს ან საკუთარი იდეები გამოიყენოთ! მზად ხართ გამოწვევისთვის?

გამოსახულება
სამლოცველოები

ემილი დევისის ილუსტრაციები

დღე 1: ეკლესია

გააზიარეთ თქვენი დამოწმება ეკლესიაში, მარხვისა და დამოწმების შეკრებაზე, თუკი თავს კომფორტულად გრძნობთ. თუ არა - გააზიარეთ თქვენი დამოწმება ეკლესიაში, საკვირაო გაკვეთილებზე და სემინარიაში. თქვენ მიერ იქ გაზიარებული სიტყვები შესაძლოა სხვების ამაღლებისა და მათი დამოწმებების გაძლიერების წყარო გახდეს.

გამოსახულება
მეგობრები

დღე 2: მეგობრები

რა ისწავლეთ კვირას ეკლესიაში? იქნებ ვინმეს მიერ ზიარების შეკრებაზე ან გაკვეთილზე გაზიარებული აზრი მოგეწონათ? იქნებ გახსნითი ჰიმნი თქვენი საყვარელი ჰიმნი იყო? უთხარით მეგობარს ამის შესახებ! შემდეგ ჰკითხეთ მას, თავად როგორ გაატარა შაბათ-კვირა.

გამოსახულება
ტელეფონი სოც. ქსელებით

დღე 3: სოც. ქსელები

სოც.ქსელები სულიერი გზავნილების ჩვეულებრივი და ბუნებრივი ხერხით გაზიარების დიდებული ადგილია. გამოწვევის დღისთვის გააზიარეთ პოსტი შემდეგ თემაზე:

  • ერთ-ერთი თქვენი საყვარელი მუხლი წმინდა წერილიდან.

  • სულის ასამაღლებელი ციტატა გენერალური კონფერენციიდან.

  • სულიერი აზრი ან გამოცდილება

  • რამე, რაც გიყვართ მხსნელში ან რისთვისაც მადლიერი ხართ.

  • როგორ დაგეხმარათ ის ცოტა ხნის წინ ან თვისება, რომელიც მასში ძალიან მოგწონთ და რატომ მოგწონთ.

გამოსახულება
ტელეფონი ვიდეოთი და მესიჯით.

დღე 4: მესიჯი ან ვიდეო

გაუგზავნეთ მეგობარს სულის ასამაღლებელი მესიჯი ან ვიდეო. შეგიძლიათ გაუზიაროთ კონფერენციის გამოსვლა, რომელიც, თქვენი აზრით, გამოხატავს რამეს, რასაც მათში აფასებთ ან გაუზიარეთ მათ რწმენა იესო ქრისტეში. მაგალითად, შესაძლოა მათ უნდა შეიტყონ მამაზეციერის სიყვარულის შესახებ მათ მიმართ. თქვენ შეგიძლიათ პირადად უთხრათ ეს მათ.

გამოსახულება
ახალგაზრდა ქალი გულის ფორმის ბუშტით

დღე 5: მსახურება

შესაძლოა ფიქრობთ, როგორ შეიძლება მსახურება გახდეს დამოწმების გაზიარების ხერხი. პავლე მოციქულმა უთხრა ტიმოთეს: „მორწმუნეთათვის მაგალითი იყავი სიტყვაში, საქმეში, სიყვარულში, სულში, რწმენაში, სიწმინდეში“ (1 ტიმოთე 4:12). ასე რომ, შეგიძლიათ საკუთარი მაგალითით გამოხატოთ თქვენი მრწამსი, მხსნელის მსგავსად მსახურებით.

გამოსახულება
ხელოვნების იარაღები

დღე 6: ხელოვნება

ზოგჯერ ადამიანები, საკუთარი აზრებისა და გრძნობების გასაზიარებლად, ხელოვნებას იყენებენ. შეგიძლიათ გამოიყენოთ სურათები, ქანდაკებები, პოეზია, მუსიკა ან ხელოვნების სხვა სახე, რათა გაუზიაროთ სხვებს, რას ფიქრობთ იესო ქრისტესა და მისი სახარების შესახებ.

გამოსახულება
ახალგაზრდები საუბრობენ

დღე 7: ჩვეულებრივი საუბარი

ჩვეულებრივ საუბარში ნუ შეგეშინდებათ თქვენი მრწამსის გაზიარება, ზუსტად ისე, როგორც მოცემულ თემაზე სხვა აზრებს გააზიარებდით.

შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, საეკლესიო ღონისძიებებზე ისაუბროთ ან ბოლოს წაკითხულ ნაწყვეტზე წმინდა წერილიდან. მაგალითად:

  • თუ ბუნებამ შთაგაგონათ, გაუზიარეთ თქვენი მადლიერება ღვთის ქმნილებებისთვის.

  • იქნებ ბოლო ხანებში საოცარი სულიერი გამოცდილება მიიღეთ. მოუყევით მეგობარს ამის შესახებ, თუ ეს ძალიან პირადული არ არის.

  • იპოვეთ სახარების ანალოგები თქვენს საყვარელ წიგნში ან ფილმში და გააზიარეთ თქვენი შთაგონებები.

ჩვეულებრივი და ბუნებრივი

როცა თქვენი მრწამსის გაზიარების სხვადასხვა ხერხს იპოვით, თქვენთვის ეს უფრო და უფრო ბუნებრივი გახდება. შესაძლოა, თავიდან უხერხულად იგრძნოთ თავი, მაგრამ არაუშავს! გახსოვდეთ: თქვენი დამოწმება თქვენთვის ისედაც ბუნებრივია - ეს ხომ თქვენი ნაწილია. მისი გაზიარებაც შეიძლება ბუნებრივი იყოს. საკმარისია, ყოველდღე ცოტ-ცოტა გამოხატოთ იგი.

დღეს როგორ გააზიარებთ თქვენს დამოწმებას?

შენიშვნა

  1. Dieter F. Uchtdorf, “Apr. 2019 general conference” (Ensign or Liahona, May 2019, 17).