2023
გაუხსენით გული სულიწმინდას
აპრილი, 2023 წ.


„გაუხსენით გული სულიწმინდას“, ახალგაზრდების გასაძლიერებლად, აპრილი, 2023 წ.

ყოველთვიური გზავნილი ახალგაზრდების გასაძლიერებლად , აპრილი, 2023 წ.

გაუხსენით გული სულიწმინდას

ამ სააღდგომო დღეებში მადლობას ვუხდი მამაზეციერს მისი საყვარელი ძის ძღვენისთვის, რომელიც საკუთარი ნებით მოევლინა დედამიწას ჩვენს მხსნელად. მადლიერი ვარ ვიცოდე, რომ მან გამოისყიდა ჩვენი ცოდვები და აღდგა. ყოველდღე დალოცვილი ვარ იმის ცოდნით, რომ მისი გამოსყიდვის გამო მეც აღვდგები, რათა მარად ვიცხოვრო მოსიყვარულე ოჯახში.

მე ეს ვიცი იმ ერთადერთი გზით, რომლითაც ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია ამის გაგება. სულიწმინდამ მიკარნახა გონებასა და გულში და თანაც არა ერთხელ, რომ ეს ჭეშმარიტებაა.

ჩვენ გვაქვს ფასდაუდებელი დაპირება, რომ სულიწმინდა ჩვენი თანამგზავრი იქნება. მაგრამ ჩვენი ვალდებულებაა, გავხსნათ გული და მივიღოთ სულიწმინდის უწყვეტი კარნახი და ნუგეში მთელი ცხოვრების მანძილზე.

გამოსახულება
ყვავილი

ემილი ე. ჯონსის ილუსტრაციები

პირველი არჩევანი არის თავმდაბლობა ღვთის წინაშე.

გამოსახულება
მლოცველი ხელები

მეორე უფალ იესო ქრისტეში რწმენით ლოცვა .

გამოსახულება
კომპასი

მესამე არის ზუსტად დამორჩილება.

გამოსახულება
გულის ფორმა

და მეოთხე: ილოცო, რათა გაიგო სხვების გულის წადილი და მათი გასაჭირი და მიიღო უფლისთვის მათი დახმარების ხერხი.

მე მთელი გულით ვლოცულობ, რომ გაიგონოთ სულიწმინდის ხმა, რომელსაც ასე უხვად გვიგზავნიან. მე ვლოცულობ იმისთვის, რომ გული მუდამ იქონიოთ გახსნილი სულიწმინდის მისაღებად, რათა იგი მარადის იყოს თქვენი თანამგზავრი.