2023
მოდით მასთან
მარტი, 2023 წ.


„მოდით მასთან“, ახალგაზრდების გასაძლიერებლად, მარტი, 2023 წ.

ყოველთვიური გზავნილი ახალგაზრდების გასაძლიერებლად მარტი, 2023 წ.

მოდით მასთან

მხსნელი გვიწვევს, გადავცეთ მას ჩვენი ტვირთი.

გამოსახულება
იესო ქრისტე

ანი ჰენრი ნადერის ილუსტრაცია

მოდით ჩემთან

ჩვენ შეგვიძლია, მივიდეთ მხსნელთან მისი სახარების სწავლის, მასში რწმენის, მონანიების, აღთქმების დადებისა და დაცვის და მისი მიბაძვის გზით.

შრომა … მძიმე ტვირთი

არ მხოლოდ ფიზიკურ შრომასა და ფიზიკურ ტვირთს შეუძლია ჩვენი დაქანცვა, არამედ მენტალურ, ემოციურ და სულიერ შრომასაც. მხსნელი გვთავაზობს თავის სიმშვიდეს, მიუხედავად იმისა, რა ტიპის ტვირთს ვატარებთ.

უღელი

უღელი არის ორი პირუტყვის გვერდიგვერდ შებმის საშუალება, რის შედეგადაც მათ შეუძლიათ, ერთად ზიდონ ტვირთი - გუთანი ან ურიკა. უღელს აქვს ხის გრძელი ფორმის ნაწილი, რომელიც ეყრდნობა თითოეული პირუტყვის ბეჭს და ამით ანაწილებს წონას.

სწავლა

ჩვენ შეგვიძლია, შევიცნოთ იესო ქრისტე მისი სწავლებებისა და მაგალითის შესწავლით და მცდელობით, მივბაძოთ მას.

დასვენება

მხსნელის დასვენება არის მისი სიმშვიდე, რომელიც გონებას და სულს გვიმშვიდებს. იგი გვეხმარება, დავძლიოთ მიწიერი მწუხარება და გვაძლევს სულიერ ძალას, როცა სისისტეს ვგრძნობთ.

ადვილი … მსუბუქი

მხსნელის უღელის აღება ნიშნავს მასთან აღთქმის მეშვეობით დაკავშირებას. ეს ნიშნავს, მისთვის ჩვენი გულისა და საქმის მინდობას. როცა ასე ვიქცევით, ჩვენი ტვირთი მსუბუქდება, რადგან უფალი გვეხმარება.