2022
შეიცანით იესო ქრისტე და მიიღეთ მისი ძალა
სექტემბერი, 2022 წ.


„შეიცანით იესო ქრისტე და მიიღეთ მისი ძალა“, ახალგაზრდების გასაძლიერებლად, სექტემბერი, 2022 წ.

ყოველთვიური გზავნილი ახალგაზრდების გასაძლიერებლად სექტემბერი, 2022 წ.

შეიცანით იესო ქრისტე და მიიღეთ მისი ძალა

ამონარიდი მიმართვა 2017 წ. აპრილის გენერალური კონფერენციიდან.

მინდა გაგიზიაროთ, როგორ მოვიზიდოთ ჩვენს ცხოვრებაში ჩვენი უფლისა და მოძღვრის, იესო ქრისტეს ძალა.

პირველ რიგში ვიწყებთ მის შეცნობას.1 „შეუძლებელია ადამიანის ხსნა უმეცრებაში” (მოძღვრება და აღთქმები 131:6). რაც უფრო მეტად გვესმის მხსნელის დოქტრინა და ის, რა გააკეთა მან ჩვენთვის, მით უკეთ ვიცით, რომ მას შეუძლია, გვიბოძოს ცხოვრებისთვის საჭირო ძალა.

ჩვენ, როგორც უკანასკნელ დღეთა წმინდანები, ვუწოდებთ მის მისიას იესო ქრისტეს გამოსყიდვას, რამაც ყველასთვის რეალური გახადა აღდგომა, მათთვის კი, ვინც ცოდვები მოინანია, იცავს აღთქმებსა და აუცილებელ წეს-ჩვეულებებს - მარადიული სიცოცხლე.

მამაზეციერის დიადი მარადიული გეგმის თანახმად ზუსტად მხსნელი დაიტანჯა. ზუსტად მხსნელმა დაამსხვრია სიკვდილის ბორკილები. ზუსტად მხსნელმა გადაიხადა ჩვენი ცოდვებისა და შეცოდებების საფასური და გადაფარავს მათ ჩვენი მონანიების პირობით. ზუსტად მხსნელი გვიხსნის ფიზიკური და სულიერი სიკვდილისგან.

წმინდა ტერმინები, როგორიცაა გამოსყიდვა და აღდგომა გვიხსნის, რა გააკეთა ჩვენთვის მხსნელმა, მამაზეციერის გეგიმის მიხედვით, რათა შეგვეძლო, გვეცხოვრა იმედით ამ ცხოვრებაში და მიგვეღო მარადიული ცხოვრება მომავალში.