2022
ჩემი ფეხისთვის სანთელი
აგვისტო, 2022 წ.


„ჩემი ფეხისთვის სანთელი“, ახალგაზრდების გასაძლიერებლად, აგვისტო, 2022 წ.

ყოველთვიური გზავნილი ახალგაზრდების გასაძლიერებლად , აგვისტო, 2022 წ

ჩემი ფეხისთვის სანთელი

ძველი დროის უბრალი ნივთი გვასწავლის, როგორ მიგვიძღვის წინ უფალი.

გამოსახულება
ზეთის ლამპა

ფაქტები

ძველ აღთქმაში ადამიანებს სიბნელეში გზის გასანათებლად თან დაჰქონდათ ზეთის ლამპები. ეს ლამპები სამი ძირითადი ნაწილისგან შედგებოდა:

  1. თიხის თასი სადაც ზეთი ისხმებოდა; როგორც წესი, პატარა ზომის, ადამიანის ხელისგულზე რომ მოთავსებულიყო

  2. ტილოს ფითილი რომელაც ცეცხლს უკიდებდენ მას შემდეგ, რაც ზეთით გაიჟღინთებოდა

  3. ტუჩი ან ყელი რომელიც ფითილს იჭერს

უბრალო ზეთის ლამპა ერთი ფითილით ირგვლივ მცირე სივრცეს მოჰფენდა შუქს. სიარულისას ისინი მხოლოდ ერთი ნაბიჯის მანძილზე ანათებდნენ გზას, რათა სიბნელეში ფრთხილად გევლო.

რა შეიძლება ვისწავლოთ

გამოსახულება
იესო ქრისტე ლამპით

გამოყენებულია ნებართვით. მიხელმძღვანელე, კეთილად გამინათე, სიმონ დუი. altusfineart.com © 2022 -ის ნებართვით.

უფლის სიტყვას შეუძლია, გაგვინათოს გზა ამაქვეყნის სიბნელესა და დაბნეულობაში.

უფალმა გვთხოვა, არ დაგვემალა სინათლე და თან გვეტარებინა სახარების სინათლე, რათა სხვებსაც შეძლებოდა მისი დანახვა (იხ. მათე 5:14-16).

ჩვენი მოვალეობაა, ვაკონტროლოთ ზეთი ჩვენს ლამპაში (იხ. მათე 25:1-13). ჩვენ ამას ვახერხებთ ლოცვით, წმინდა წერილების შესწავლით, მსახურებით, წინასწარმეტყველის რჩევის შესრულებით და რწმენისა და ერთგულების სხვა მოქმედებებით (იხ. სპენსერ ვ. კიმბალი, Faith Precedes the Miracle [1972], 256).

თუ რწმენას ვავლენთ, უფალი ზოგჯერ ანათებს ჩვენს გზას სულ ერთი ნაბიჯის გადასასდგმელად (იხ. ბოიდ კ. პეკარი „The Candle of the LordEnsign, იან. 1983, 54).