2022
აირჩიე
ივნისი, 2022 წ.


„აირჩიე“, ახალგაზრდების გასაძლიერებლად, ივნისი, 2022 წ.

ყოველთვიური ახალგაზრდების გასაძლიერებლად გზავნილი, იანვარი 2022 წ.

აირჩიე

იესო ნაველი აგულიანებდა თავის ხალხს, გაეკეთებინა სწორი არჩევანი ანუ ევლოთ უფლის კვალზე.

აირჩიე

თავისუფალი არჩევანიარის შესაძლებლობა, გააკეთოთ არჩევანი და იმოქმედოთ მის საფუძველზე. ეს არის მამაზეციერის გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი. ცხოვრების ერთ-ერთი მიზანია გამოავლინო, რომ გავაგრძელებთ ღვთის მცნებების დაცვას, რათა უფრო მეტად დავემსგავსოთ მას. ჩვენ განვისჯებით ჩვენი არჩევნის შესაბამისად. (იხ. 2 ნეფი 2:27; მოძღვრება და აღთქმები 101:78; აბრაამი 3:25.)

დღეს

იმ დროს იესო ნავეს ძე აგულიანებდა თავის ხალხს, აერჩიათ „დღეს“ ანუ მაშინვე. ჩვენ შეგვიძლია, ერთხელ გავაკეთოთ მნიშვნელოვანი არჩევანი და შემდეგ ვცადოთ, დავრჩეთ მისი ერთგულნი. (იხ. ფსალმუნი 37:5.)

იმსახურეთ

ამ მუხლში მსახურება ნიშნავს თაყვანისცემას, დახმარებას, მორჩილებას და სხვისთვის თავდადებას. ჩვენ უნდა ვემსახუროთ უფალს (იხ. მოსე 1:15).

ღმერთები

ისრაელს უბრძანეს, ემსახურათ მხოლოდ ჭეშმარიტი ცოცხალი ღმერთისთვის, იესო ქრისტესთვის (იხ. გამოსვლა 20:2-5). იესო ნავეს ძემ მოიყვანა სხვა ღმერთების მაგალითები, რომლებსაც ადამიანები არ უნდა ემსახურებოდნენ. სხვა ღმერთები ჩვენს ცხოვრებაში შეიძლება იყოს ქონება, სხვების აზრი, სხვა ინტერესები - ნებისმიერი რამ, რაც უფლისგან გვაშორებს.

მე და ჩემი სახლი

იესო ლაპარაკობდა საკუთარ თავზე და თავის სახლზე. მან თქვა, რომ ისინი ემსახურებოდნენ ღმერთს. მას სურდა, სამართლიანად ემართა თავისი ოჯახი და ესწავლებინა მათთვის, ევლოთ უფლის კვალზე (იხ. მოძღვრება და აღთქმები 93:40).