2022
პატრიარქები: ვინ იყვნენ ისინი და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი
თებერვალი, 2022 წ.


„პატრიარქები: ვინ იყვნენ ისინი და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი“, ახალგაზრდების გასაძლიერებლად, თებ. 2022 წ.

ყოველთვიური გზავნილი ახალგაზრდების გასაძლიერებლად თებერვალი, 2022 წ.

დაბადება 11-50.

პატრიარქები

ვინ იყვნენ ისინი და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი

იქნებ გსმენიათ აბრამის, ისაკისა და იაკობის შესახებ. ჩვენ ხშირად ვკითხულობთ მათ შესახებ მორმინის წიგნში, თქვენ კი წელს მეტს შეიტყობთ მათ შესახებ, რადგან ძველი აღთქმა უნდა ისწავლოთ. ალბათ ისინი ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნებები არიან, რადგან მათ ამდენი ყურადღება ეთმობათ, ხომ ასეა? მაგრამ იქნებ საკუთარ თავს ეკითხებით: „ეს სამი ადამიანი, რომელიც ათასობით წლის წინ ცხოვრობდა, დღესაც რატომ არის მნიშვნელოვანი“? ამ კითხვაზე პასუხი მოიპოვება მარადიულ აღთქმებში და ღმერთის მიერ დაპირებულ დალოცვებში.

აბრამი

გამოსახულება
აბრამი

ჯერომ ვოგელის ილუსტრაციები

აბრამი დიადი წინასწარმეტყველი იყო. იგი მართალი და ღვთის მცნებების მორჩილი ადამიანი იყო.

იგი მოინათლა, მიიღო მღვდლობა და სამარადისოდ ჩაიბეჭდა თავის მეუღლესთან, სარასთან.

ღმერთმა აღუქვა აბრამს, რომ მისი შთამომავლობა დიადი იქნებოდა და იგივე დალოცვებს მიიღებდა, რაც თავად მიიღო.

ისინი იესო ქრისტეს სახარების სისავსეს დედამიწის ხალხებს გააცნობდნენ.

ისაკი

გამოსახულება
ისაკი

ისაკი აბრამისა და სარას ვაჟი იყო.

ღმერთმა უბრძანა აბრამს, ისაკი შეეწირა. აბრამს უყვარდა ისაკი, მაგრამ გადაწყვიტა, ღვთის მორჩილი ყოფილიყო. ზუსტად მაშინ, როცა აბრამი ისაკის შეწირვას აპირებდა, ანგელოზმა შეაჩერა იგი. აბრამისა და ისაკის მზაობა, დაემორჩილონ ღმერთს, არის ღვთის მხოლოდშობილი ძის მსხვერპლშეწირვის სიმბოლო.

ისაკმა იგივე დალოცვების დაპირება მიიღო, რაც აბრამმა.

იაკობი

გამოსახულება
იაკობი

იაკობიც ერთგული იყო ღმერთის, ისევე, როგორც მისი მამა და პაპა.

ერთგულებისთვის ღმერთმა იაკობს სახელი შეუცვალა და ისრაელი დაარქვა მას, რაც ნიშნავს „ის, ვინც ღმერთს უთმობს პირველობას“ ანუ „მიანდე ღმერთს პირველობა“ (იხ. ბიბლიის ლექსიკონი, „ისრაელი“).

იაკობს 12 ვააჟი ჰყავდა. ეს ვაჟები და მათი ოჯახები ისრაელის ტომებად არიან ცნობილნი.

აღთქმა, რომელიც ღმერთმა აბრამთან დადო, იაკობთან და მის შვილებთან განახლდა.

თქვენ და პატრიარქები

თქვენ, როგორც ეკლესიის წევრი, აბრამის, ისაკისა და იაკობის შთამომავლობის ნაწილი ხართ. ღმერთთან დადებული აღთქმა თქვენც გეხებათ!

თქვენ გაკისრიათ ვალდებულება, დაამოწმოთ მხსნელის შესახებ და გაუზიაროთ სხვებს სახარება.

თქვენ ასევე მოგიწოდეს, მოიწვიოთ ყველა, დადოთ და დაიცვათ აღთქმები და მიიღოთ მღვდლობის წეს-ჩვეულებები. პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა თქვა, რომ ყოველივე ეს ისრაელის შეკრების ნაწილია, რაც „ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის დღეს დედამიწაზე“ („Hope of Israel,” [worldwide youth devotional, June 3, 2018], 8, ChurchofJesusChrist.org).