2022
ისინი ჩემია და მათ ვცნობ
იანვარი, 2022 წ.


„ისინი ჩემია და მათ ვცნობ“, ახალგაზრდების გასაძლიერებლად იანვარი, 2022.

ყოველთვიური ახალგაზრდების გასაძლიერებლად გზავნილი, იანვარი, 2022

„ისინი ჩემია და მათ ვცნობ“

მოსე 1

გამოსახულება
ახალგაზრდა ქალი ხალხმრავალ ადგილას

 სურათი გეტი იმიჯიდან

ოდესმე გიგრძვნიათ თავი უმნიშვნელო პიროვნებად? შესაძლოა, ეს გიგრძვნიათ, როცა გიფიქრიათ, რამდენი ადამიანია მსოფლიოში ან რამდენი ვარსკვლავია ცაში. ოდესმე გიფიქრიათ, მართლა გიცნობთ თუ არა ღმერთი და როგორი ცხოვრებით ცხოვრობთ? თუ ასეა, ე.ი. მოსეს თქვენთვის გზავნილი აქვს.

ღმერთმა აჩვენა მოსეს ხილვაში დედამიწის ყოველი ნაწილი და ადამიანი, რომელიც იცხოვრებდა იქ. ისინი იყვნენ „უთვალავი, ვითარცა ქვიშა ზღვის პირას“ (მოსე 1:28). ღმერთმა უთხრა მოსეს, რომ მან „უთვალავი სამყაროები შექმნა“ (მოსე 1:33) და რომ მისი ქმნილებები დედამიწას ბევრად სცდება.

მოსესთვის ალბათ ყოველივე ამის ნახვა მეტისმეტი იყო. იქნებ ის ფიქრობდა: ამდენ ქმნილებათა შორის სად არის ჩემი ადგილი და როგორ შეუძლია ღმერთს ყვოველივე ამის აღნუსხვა?

ღმერთის პასუხი მარტივი იყო: „ყველაფერი დანომრილია ჩემთვის“. როგორ? „ისინი ჩემია და მათ ვცნობ“ (მოსე 1:35). ღმერთმა იცოდა, ვინ იყო მოსე, ისევე, როგორც იგი იცნობს ყოველივე თავის შვილს და ყოველივე თავის ქმნილებას. ყოველი ეს მისია - ვარსკვლავები, ქვიშა და განსაკუთრებით დედამიწაზე მცხოვრები მისი შვილები. ზუსტად მათთვის შეიქმნა დედამიწა. მათი მარადიული ხსნა ღვთის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა.

„ვინაიდან, აჰა, ეს არის ჩემი საქმე და ჩემი ბრწყინვალება - აღვასრულო ადამიანის უკვდავება და მარადიული სიცოცხლე“მოსე 1;39).

ზუსტად ისე, როგორც მოსემ შეიტყო თავისი ადგილი ღვთის გეგმაში, ისევე თქვენ შეგიძლიათ, დარწმუნებულნი იყოთ იმაში, რომ ღმერთი გიცნობთ! მისი საქმე და დიდებაა - დაგეხმაროთ, დაბრუნდეთ მასთან. რატომ? რადგან თქვენ მისი ხართ. და ამაში არაფერია უმნიშვნელო!