2021
როგორ გავიგო, რომ უფლის ხმა მესმის ცხოვრებაში?
თებერვალი, 2021 წ.


„როგორ გავიგო, რომ უფლის ხმა მესმის ცხოვრებაში“? ახალგაზრდების გასაძლიერებლად, თებერვალი, 2021 წ, გვ.29.

ყოველთვიური გზავნილი ახალგაზრდების გასაძლიერებლად თებერვალი, 2021 წ.

როგორ გავიგო, რომ უფლის ხმა მესმის ცხოვრებაში?

გამოსახულება
ახალგაზრდა კაცი კითხულობს წმინდა წერილს

პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა მოგვიწვია, „ხშირად და ღრმად დავფიქრდეთ“ იმაზე, როგორ გვესმის იესო ქრისტესი და „გადავდგათ ნაბიჯები იმისთვის, რომ შევძლოთ მისი უკეთ და უფრო ხშირად მოსმენა“ (თქვენ როგორ ასრულებთ ბრძანებას #მასუსმინეთ“?) განსაკუთრებული მოწვევა“, 26 თებერვალი, 2020 წ, blog.ChurchofJesusChrist.org).

ჩვენ შეგვიძლია, ვუსმინოთ მას წმინდა წერილისა და წინასწარმეტყველების სიტყვების მეშვეობით. მაგრამ უბრალოდ მოსმენა და ამ სიტყვების წაკითხვა არ არის საკმარისი. უფალმა, წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით, აგვიხსნა:

„ვინაიდან, ეს არის ჩემი ხმა, რომელიც გელაპარაკებათ [ამ სიტყვებს]; რადგან ისინი გებოძათ ჩემი სულით … ;

„ამიტომ, თქვენ შეგიძლიათ დაამოწმოთ, რომ მოისმინეთ ჩემი ხმა“ (მოძღვრება და აღთქმები 18:35-36).

ამის გარდა, როცა მას ვეძიებთ, ეს არ უნდა ხდებოდეს ნაჩქარევად. პრეზიდენტმა ნელსონმა თქვა: „ამისთვის საჭიროა შეგნებული და თანმიმდევრული მცდელობა“ („უსმინე მას“, 2020 წ. აპრილის გენერალური კონფერენცია [Ensign ან ლიახონა, 2020 წ. მაისი, გვ. 89]).

როცა ისწავლით, ილოცებთ, თაყვანს სცემთ, ემსახურებით და დაემორჩილებით ღვთის მცნებებს, იგი დაგლოცავთ თავისი სულიწმინდით და იესო ქრისტეს მეშვეობით შეგცვლით. და მაშინ გეცოდინებათ, რომ გაიგონეთ მისი ხმა.