მეგობარი
სიცოცხლის ხე
იანვარი, 2024 წ.


„სიცოცხლის ხე“, მეგობარი, იან. 2024 წ., 26–27.

ყოველთვიური გზავნილი, მეგობარი, იანვარი, 2024 წ.

სიცოცხლის ხე

გამოსახულება
Alt text

ენდრიუ ბოსლის ილუსტრაციები

ლეხი წინასწარმეტყველი იყო. ღმერთმა მას უთხრა, რომ ოჯახი აღთქმულ მიწაზე წაეყვანა. მოგზაურობისას მას დაესიზმრა მშვენიერი ხე. ამ ხეს სიცოცხლის ხე ერქვა.

გამოსახულება
alt text

ხეს თეთრი ფერის გემრიელი ხილი მოესხა. ლეხიმ შეჭამა ეს ხილი და ბედნიერება იგრძნო! უნდოდა, მის ოჯახსაც გაესინჯა.

გამოსახულება
alt text

ლეხიმ ასევე დაინახა რკინის მოაჯირი, რომელიც ხესთან მიდიოდა. ადამიანები ამ მოაჯირს ეჭიდებოდნენ, რათა ხესთან მისულიყვნენ და ხილი ეჭამათ.

გამოსახულება
alt text

ლეხის სიზმრის ხე ღმერთის სიყვარულს ჰგავს. მოაჯირი კი — წმინდა წერილებს. როცა წმინდა წერილებს ვკითხულობთ, ვუახლოვდებით ზეციურ მამასა და იესო ქრისტეს.

გასაფერადებელი გვერდი

წმინდა წერილი გვასწავლის იესო ქრისტეს შესახებ

გამოსახულება
alt text here

ადამ კოფორდის ილუსტრაციები

ყველაზე მეტად რომელი ამბავი მოგწონს იესო ქრისტეზე?