„ცეცხლში გადარჩენილნი“, მეგობარი ოქტომბერი, 2026 წ, 46-48.
ყოველთვიური გზავნილი მეგობარი, ოქტომბერი, 2026 წ.
ცეცხლში გადარჩენილნი
მეფე ნაბუქოდონოსორმა უზარმაზარი ქანდაკება ააშენა და თავის ხალხს აიძულებდა, თაყვანი ეცათ მისთვის. უარის შემთხვევაში მათ გავარვარებულ ღუმელში ყრიდნენ.
შადრაქს, მეშაქსა და ყაბედ-ნეგოს ღმერთი უყვარდათ და არ სურდათ მეფის ცრუ ღმერთისთვის თაყვანისცემა.
სამმა მეგობარმა უთხრა მეფეს, რომ ისინი მხოლოდ ღმერთს სცემდენ თაყვანს. მათ სჯეროდათ, რომ ღმერთი დაიცავდა მათ. მაგრამ გინდაც არ გადაერჩინათ, ისინი მაინც დაიცავდნენ, რაც სწამდათ.
მეფე გაბრაზდა. მან მეგობრები გავარვარებულ ღუმელში ჩააყრევინა. მაგრამ როცა მეფემ ღუმელში შეხედა, მან, თავის გასაკვირვად, სამ მეგობართან ერთად ცეცხლში ზეციური არსება იხილა.
მეფემ დაუძახა შადრაქს, მეშაქსა და ყაბედ-ნეგოს და ისინი ღუმელიდან გამოვიდნენ. ცეცხლმა მათ არაფერი დაუშავა - ტანსაცმელიც კი არ დაეწვათ.
შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო იცავდნენ ღმერთის მცნებებს, მაშინაც კი, როცა მათი სიცოცხლე საფრთხეში იყო. მათი მაგალითი დაეხმარა მეფეს, ეწამა ღმერთი.
გასაფერადებელი გვერდი
წინასწარმეტყველები მოწოდებულნი არიან უფლის სიტყვების სათქმელად
ოდრი დეის ილუსტრაციები. კოპირება დაშვებულია მხოლოდ ეკლესიაში გამოსაყენებლად.
როგორ მიჰყვებით წინასწარმეტყველს?
© 2026 by Intellectual Reserve, Inc. ყველა უფლება დაცულია. დაბეჭდილია გერმანიაში. English approval: 6/19. თარგმანის დამტკიცება: 6/19. Translation of Monthly Friend Message, October 2026. Georgian. 20061 131