„რუთი და ნაომი“, მეგობარი, სექტემბერი, 2026 წ, 46-48.
ყოველთვიური გზავნილი მეგობარი, სექტემბერი, 2026 წ.
რუთი და ნაომი
ნაომის ოჯახი იუდეაში ცხოვრობდა. მათ არ ჰქონდათ საკმარისი საკვები, რადგან შიმშილობა იყო, ამიტომ ისინი მოაბში გადავიდნენ საცხოვრებლად.
მოაბში, ნაომის მეუღლე გარდაიცვალა, მისმა ვაჟებმა კი ცოლები შეირთეს, სახელად ყორფა და რუთი. ისინი ნაომის 10 წლის განმავლობაში უვლიდნენ. მაგრამ შემდეგ ყორფას და რუთს მეუღლეები გარდაეცვალათ. ახლა ეს ქალები მარტო იყვნენ.
ყორფა შინ დაბრუნდა. მაგრამ რუთს დარჩენა და ნაომის მოვლა სურდა. რუთმა და ნაომიმ გაიგეს, რომ იუდეის მიწაზე ისევ იყო მარცვლეული, ასე რომ ისინი იქ გაეშურნენ.
ისინი მოსავლის აღებისას მივიდნენ ადგილზე. მინდვრები ნაომის ნათესავს, ბოყაზს, ეკუთვნოდა. მან ნება დართო რუთს, დარჩენილი მარცვალი აეკრიფა. ეს მძიმე შრომა იყო.
ბოყაზი რუთს პატივს სცემდა, რადგან ის მძიმედ შრომობდა და ნაომისა და უფლის ერთგული იყო.
რუთმა სთხოვა ბოყაზს, ცოლად შეერთო იგი. ბოყაზმა იცოდა, რომ რუთი ერთგული და პატიოსანი ქალი იყო. იგი დაეთანხმა.
რუთ და ბოყაზი დაქორწინდენენ და მათ ვაჟი შეეძინათ. მრავალი წლის შემდეგ, ოჯახის იმ შტოში იესო ქრისტე დაიბდება.
გასაფერადებელი გვერდი
იესო ქრისტეს გამო შემიძლია მოვინანიო და განვიწმინდო
ოდრი დეის ილუსტრაციები. კოპირება დაშვებულია მხოლოდ ეკლესიაში გამოსაყენებლად.
რა გეხმარებათ გახსოვდეთ, რომ სწორი არჩევანი უნდა გააკეთოთ?
© 2026 by Intellectual Reserve, Inc. All rights reserved. დაბეჭდილია გერმანიაში. English approval: 6/19. თარგმანის დამტკიცება: 6/19. Translation of Monthly Friend Message, September 2026. Georgian. 20073 131